13 ოქტომბერი

09:30
NEW
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია „Omnia Strategy“ ტრენინგს იწყებს. სწავლებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „Omnia Strategy“-ს თავმჯდომარე ჩერი ბლერი გახსნიან. ორდღიანი ტრენინგის თემა საერთაშორისო დავების პრევენცია, მართვა და ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები იქნება. მისამართი: სანდრო ეულის 3ა
10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში” გაიხსნება.
10:00
NEW
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-ს მხარდაჭერით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება. მისამართი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“
10:30
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რატომ არ ეთანხმება კომიტეტი 2016 წლის ბიუჯეტს და პენსიების ზრდის ნაწილილში ნულოვან მაჩვენებელს და რა მოთხოვნა აქვს მას; ე.წ. სიღარიბის პროგრამიდან ამოღებული ოჯახები; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
10:30
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ძლიერი,დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით,საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებას გააკეთებს.მის:ქ.თბილისი,საქართველოს პარლამენტი,ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
E1
10:30
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. პროექტის ბიუჯეტი 254 მილიონ ლარს შეადგენს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის. მოეწყობა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტის პრეზენტაცია. მის: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“
11:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დევნილთა სამინისტროში გაცემული მაღალი პრემიები და კვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ დევნილთა სამინისტროში მაღალ პრემიებს ყოველთვიურად მინისტრის საახლობლო იღებდა. მისამართი: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “სითი პარკის” საქმიანობა შესაძლოა უკანონო გარიგების შედეგი იყოს. “CCI” ასევე თბილისის მერიის მიერ “სითი პარკთან” დაკავშირებით დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
ექსპერტი ეკონომიკური საკითხებში სანდრო თავლჭრელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: 2016 წლის ბიუჯეტი; ეროვნული ვალუტა; მოლაპარაკებები „გაზპრომთან“. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

12:00
თურქეთის საელჩოში, პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს ლიდერები ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თურქ ხალხს სამძიმარს გამოუცხადებენ. მისამართი: ჭაჭავაძის გამზ. #35, საკონტაქტო პირი: პრესსამსახურის უფროსი ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემები: ფიქრია ჩიხრაძე – პრეზიდენტის ახალი მრჩეველი; ვინ გახდება ახალი მემარჯვენეების ახალი თავმჯდომარე და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. მის: თელავი, საკრებულოს შენობის დარბაზი, ერეკლე II გამზირი N 16
12:00
NEW
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა მესხი ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას გახსნიან. ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მისამართი: სასტუმრო ,,რადისონ ბლუ”. საკონტაქტო პირი თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87
12:00
NEW
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312
E1
12:00
NEW
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N422
12:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: ყოფილი ზონდერების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
NEW
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N636
13:00
NEW
აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
14:00
NEW
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

15:00
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის,აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის (1987-1989წწ),აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის და საქართველოს პარლამენტის წევრის,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.მის: რუსთაველის 52,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზი.საკონტაქტო პირი:ხათუნა მაჭავარიანი 595 53-96-54
15:00
NEW
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518
15:00
NEW
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და ამერიკის ორგანიზაციის საბინის ინსტიტუტის პროგრამის დირექტორის, მაიკ მაქქვესჩენის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი, B კორპუსი, IV სართული
16:00
„ევროპის სახლში“, შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით, „შვედეთის გარემოს დაცვის დღეები საქართველოში“ დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მისი აღმატებულება მარტინა ქუიქი გახსნის.
17:00
NEW
“საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვა მოეწყობა. მისამართი: ზუგდიდი, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მის: რუსთაველის ქ. N52)
E1
19:00
კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი გაიხსნება. 13-დან 28 ოქტომბრამდე თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი უკვე მეშვიდედ გაიმართება. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ესტუმრებიან, მათ შორის: ქერსთენ მაქქოლი, აგათა-იგრას-სავიცკა, გიორგი გვანცელაძე, ზურაბ გვანცელაძე, პაოლო ბელტრაიმი, ბარბარა ბოროვიჩი, ლევან ცხადაძე, ემი ჰარმანი, შმავონ გრიგორიანი, ფელიქს დევრო და მრავალი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები