9 ოქტომბერი

11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლადრეაბილიტირებულ მე-200 სკოლას დაათვალიერებენ.მის.:ქერჩის 22
11:00
“პირველ პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.თემა:საქართველოს პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების სასჯელი:პატიმრობა;გლდანის მე-8 საპყრობილეში მოშიმშილე პატიმრები.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” დირექტორი ნანა იაშვილი, “აგრომაქს დეკორის” დამფუძნებელი ვოიტეკ გრაფჩევსკი, ლანდშაფტის დირექტორი, არქიტექტორი კაშა მოლსკა, დიდუბის გამგებლის მოადგილე ზურა უგულავა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ბავშვთა სახლის ტერიტორიის გამწვანება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:00
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიშის,ზამთრის ახალი ვიდეორგოლის და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი “ნატოს” საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა:ნატოს გენერალური მდივნის – იენს სტოლტენბერგის შეფასებები საქართველოზე;საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატოს გენენრალურ მდივანთან და საქართველოს მთავარი მიზანი – “ნატოს” წევრობა – შეფასებები.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
12:00
საქართველოს უზენაესი სასამართლო და საერთაშორსიო გამჭვირვალობა – საქართველო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.მემორანდუმის ფარგლებში არასამათავრობო ორგანიზაცია და უზენაესი სასამართლო ერთობლივ სასწავლო,კვლევით და ანალიტიკურ პროექტებს განახორციელებენ,რაც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების საქმიანობის ეფექტიანობისა და ხარისხის განვითარებას.მის:თბილისი,უზენაესი სასამართლოს შენობა (ძმები ზუბალაშვილების 2)
12:00
თიბისი ბანკი ცენტრალურ ოფისში (ჭავჭავაძის #11-ში) სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს.
12:00
“ივერიონის პრესკლუბში” ადვოკატი ლაშა სტურუა შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებულ დარღვევებზე ისაუბრებს.თემა-შრომითი დისკრიმინაციის მსხვერპლი.მის:კოსტავას 6,მესამე სართული
12:00
ვითიბი ბანკის სათავო ოფისში (მის: ჭანტურიას # 14) გაიმართება ვითიბი ბანკისა და კომპანია VISA international-ის ერთობლივი პრეს კონფერენცია!ვითიბი ბანკი კომპანია VISA international-თან ერთად,მოხმარებელს,საქართველოში პირველ უკონტაქტო გადახდების აპლიკაციას – Mobile Pay შესთავაზებს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ადვოკატების” ანალიტიკოსი სალომე გოგლიძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს თემაზე:ორგანიზაციის მიმართვა ვენეციის კომისიას,შეფასდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,მოსამართლეების მოქმედებების მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხი 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესში.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სოკოვანი დაავადებები და თბილისის ზღვაზე, წყნეთში, კუს ტბაზე, ლისის ტბასა და ლილოში გადამხმარი წიწვოვანი კულტურები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
13:00
NEW
პაატა დავითია ბრიფინგს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმომწერი პარტიის წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროებასთან დაკავშირებით გამართავს.მის:კოსტავას 23.მე–4 სართული,სადარბაზოს კოდი 49
13:30
პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს თავმჯდომარე კახა ძაგანია საქართველოს მთავარ პროკურატურაში წერილს შეიტანს 2010 წელს საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტების თაობაზე და მოითხოვს,ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო,განახლდეს სისხლის სამართლის გამოძიება აღნიშნულ ტერაქტებსა და მის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქე ნინო გორდეზიანის მკვლელობის საქმეზე.მის.:გორგასლის ქუჩა 24.საკონტაქტო პირი:ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
14:00
შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში შვედეთის საელჩო ატარებს ბიზნეს ფორუმს:”მდგრადობა ბიზნესში – შვედური და ქართული გადაწყვეტა”.სემინარი ჩატარდება ევროპის სახლში
19:00
“თიბისი გალერეაში”, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ მკითხველს ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის, სალომე ბენიძის პროზაულ კრებულს – „ქალაქი წყალზე“ წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები