8 ოქტომბერი

10:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ ტესტირებას დაესწრება.მის.:გურამიშვილის 72-ბ
11:00
“პირველ პრესკლუბში” დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავს.იგი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებს ტოვებს.ამასთან მუხრან ბურჭულაძე საზოგადოებას მომავალი პოლიტიკური გეგმებისა და ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.თემა:2016 წლის 10 მილიარდიანი ბიუჯეტის პარალემტები;მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები.მისამართი:უშანგი ჩხეიძის 23.საკონტაქტო პირი:ეკა გულუა 599726565.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდება.მინისტრები ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.ადგილი:საქართველოს განათლებისა და მეცნეირების სამინისტრო.მის.უზნაძის 52
11:30
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს.თემები:საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნა,რომ თბილისის მერი დავით ნარმანია გადადგეს და ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს;სტიქიით დაზარალებულ მეწარმეთათვის იაფი სესხის გაცემა;დაუკანონებელი ბინები;ბიუჯეტი.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართული,საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
E1
11:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.თემები:ცვლილებები ქართული ოცნების რეგიონულ წარმომადგენლობებში;უმრავლესობის ახალი ლიდერი;მუშაობა საპარლამენტო არჩევნების სიისთვის;მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.მისამართი:უშანგი ჩხეიძის 23.საკონტაქტო პირი:ეკა გულუა 599726565.
13:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე,აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი თამუნა იარაჯული,”საქართველოს აუტიზმის საზოგადოების” ხელმძღვანელი ნინო დარსაველიძე,ფსიქოლოგი,გამოყენებითი ქცევითი ანალიზის სპეციალისტი გვანცა ჩვამანია,დაზარალებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი ლიკა ბარბაქაძე ბრიფინგს გამართავენ.თემა:სამშვილიან ოჯახს მესამე სახლის დატოვება მოუწია იმის გამო,რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ჰყავთ.საკონტაქტო:595 03 77 22 ნინო
14:00
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „რეგიონული არბიტრაჟის განვითარება:რეალობა,გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიხსნება.კონფერენციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის.მონაწილეებს მიესალმებიან:საქართველოს ეკონომკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.მის:”ქორთიარდ მარიოტი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები