ერეკლე კოდუასთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი დამშვიდდა

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის მიერ მეუღლის – ერეკლე კოდუასთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ბოლო დროს, რაც თვალშისაცემი გახდა ფასეულობების და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ადამიანების დისკრედიტაცია, რომლებიც ქვეყანას თუ სჭირდებოდა, ომში, წინა ხაზზე იდგნენ და ასევე, ქვეყანას რომ სჭირდებოდა, ქვეყნის შიგნით კრიმინალებს ებრძოდნენ (რის გამოც ამ ადამიანებისგან შავი პიარით მითებს ქმნიდნენ), ხშირად მიფიქრია არა ჩემს მეუღლეზე, არამედ გენერალ კოდუაზე, რატომ არავის არ ახსენდებოდა ის. ვფიქრობდი ან იმ ღირებულებების ტიპად არ თვლიდნენ, ან “არ უფასებდნენ” არც ომის წინა ხაზზე დგომას, არ კრიმინალთან ბძოლას. დღეს, როდესაც გავიგე, რომ თითქმის ორწლიანი წვალების შემდეგ (საგამოძიებო სამსახურების) ერეკლე კოდუას, გენერალს, 7 წელი სოდის უფროსს და ამ სამსახურის შემქმნელს საქმე აღუძრეს რაღაც გაურკვეველ ავტომანქანებზე, დავმშვიდდი. მივხვდი, რომ კრიმინალსაც ებრძოდა, ომშიც წინა ხაზზე იყო და ღირებულებებშიც იმ მხარეს დგას, სადაც უნდა იდგეს! P.S. ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, რომ კომენტარებს ამ თემაზე გააკეთებს ერეკლე კოდუას ადვოკატი. ბუნებრივია, გენერალს დამცველი უკვე ჰყავს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

10148199_720539504635212_1767216391_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები