გიგი გიგიაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს რიტა კაზრაგიენეს შეხვდა.
მხარეების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ დიპლომატს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერისათვის, ასევე იმ ექსპერტულ-ტექნიკური დახმარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს მიმართულებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები