ირაკლი სესიაშვილი: არჩევნების მოპარვას ნამდვილად არ ვაპირებთ
საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების პრინციპული პოზიცია დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებაა.
„არჩევნების მოპარვას ნამდვილად არ ვაპირებთ და ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულნი ვიყოთ.
რასაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ქვეყანას, ოპოზიციას სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება.
ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ გაბედა, თუმცა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. დღეს მთლიანად გადასვლა პროპორციულ არჩევნებზე, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან მას საკონსტიტუციო მხარდაჭერა ვერ ექნება, ეს არის რეალობა“,- დასძინა სესიაშვილმა.