ირაკლი ბათიაშვილი: ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება

ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
ეს ინფორმაცია ბათიაშვილმა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მიიღო, როდესაც ის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარედ მუშაობდა. “სანდო წყაროდან, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მივიღე ეს ინფორმაცია. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის, ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის ყურადსაღები მომენტია, გარკვეული ჯგუფი უკვე ჩამოსულია აქ წინასწარი სადაზვერვო სამუშაოებისთვის”, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ირაკლი ბათიაშვილს ტელეკომპანია “იმედი” ესაუბრა, რომლის ინფორმაციით, ბათიაშვილი უკვე დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები