“თავისუფალი დემოკრატების” სამმა დეპუტატმა საკრებულო დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” სამმა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ, – აღნიშნულის შესახებ უკვე ყოფილმა “დემოკრატებმა” მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.
დეპუტატები “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების მიზეზად, პოლიტიკური მოსაზრებების შეუთავსებლობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ მათთვის მიუღებელია ყოფილი თანაპარტიელი ლიდერების ქმედებები.