ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა, შვილებთან ერთად რთველში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა, შვილებთან ერთად, კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა, ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, კომპანია „ხარებას” ვენახებში დაკრიფეს.

პრემიერი ასევე კახელ მევენახეებს ესაუბრა და რთველის შესახებ მათი მოსაზრება მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„მთავრობა, უკვე მესამე წელია, ერთსა და იმავე სუბსიდიას გასცემს – თეთრ ყურძენზე – 35 თეთრის, ხოლო საფერავზე – 15 თეთრის ოდენობით. ჩვენი მთავრობის პირობებში, ყურძენს ფასი დაედო, 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა, რადგან გლეხს მოტივაცია გაუჩნდა, რომ ღირს ყურძნის მოყვანა. თუნდაც ამ ვითარებაში, მათ 100%-იანი მოგებით შეუძლიათ, გაყიდონ ყურძენი. მოსავალი გაორმაგებულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყურძნის რეალიზაციის შედეგად, 300 მილიონი ლარი შემოვიდა კახეთში“, – განაცხადა პრემიერმა მევენახეებთან საუბრისას.

12086807_413472388858950_1560371278_n

12067345_413472352192287_2079686845_n

12081000_413472428858946_1895782903_n

12083857_413472422192280_1119450714_n

12084007_413472345525621_1107130990_n

BESO2954

BESO2996

12086821_413473685525487_1131322294_n

12064423_413473688858820_2054444503_n

12086812_413473822192140_1255057886_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები