მცხეთა-მთიანეთის სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება დასრულდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.
ტრენინგი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე ტრენინგი ჩატარდა. ორდღიან სასწავლო კურსში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 30 მედიკოსი ჩაერთო. ტრენინგი, როგორც თეორიულ, ისე პრტაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. ექიმები პირველადი სამედიცინო დახმარების მართვის შესახებ უახლეს პროტოკოლებსა და გაიდლაინებს გაეცნენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, გადაუდებელი დახმარების შესახებ სასწრაფოს ექიმების გადამზადება 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. სწავლებაში ყველა რეგიონის ექიმი ჩაერთო და ამ დრომდე კურსი 300-ზე მეტმა მედიკოსმა გაიარა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედპერსონალის გადამზადება პერმანენტული ხასიათისაა და ყოველწლიურად გაიმართება.