ოთარ დანელია ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას ულოცავს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას ულოცავს.
“ლევან კობიაშვილს ვულოცავ გამარჯვებას. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ქართული ფეხბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ ის თავს გაართმევს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა – რევაზ არველაძეს.