პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული ღვინის ცენტრი გახსნეს
პრემიერ-მინისტრმა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ ოფისში, ქართული ღვინის ცენტრი გახსნა.
როგორც ოთარ დანელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, ქართული ღვინის ცენტრის გახსნა ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
“ქართული ღვინის ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. მინდა, ყველა სტუმარს დიდი მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა დარგის წახალისების კუთხით. მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიების მაქსიმალური გატარება. განსაკუთრებით ეს პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია, 4 ოქტომბერს “ქართული ღვინის დღე” აღინიშნება.