ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტის შედეგებს თეიმურაზ მურღულია გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია პროექტის – „მანგანუმის მოპოვების შედეგად დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა ჭიათურის მუნიციპალიტეტში“ – შედეგებს გაეცნო.
გამერომს დაცვის ინფორმაციით, პროექტს 2013 წლიდან არასამთავრობო რეგიონალური ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირი“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში 100 ჰა მეტი მიტოვებული კარიერებისა და დეგრადირებული ნიადაგების თანამგზავრული აზომვა განხორციელდა.2500 მ2 ფართობზე კი სანერგე მეურნეობა მოწყო, რომელიც 3000 -მდე ნერგის მიწოდებას უზრუნველყოფს.
სამინისტროს ცნობით, ჭიათურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 30 000 ლარი დეგრადირებული ნიადაგების აღდგენისა და ქარსაცავი ზოლების გაშენებისთვის გამოიყოფა.
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის (SGP) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები