დაბა ლაითურში 3 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ოზურგეთში მოსული უხვი ნალექის გამო დაბა ლაითურის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო- ჯორჯიას“ წარმომადგენელმა განუცხადა, 3 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღუდგება. მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება გუშინვე აღუდგათ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, საცხოვრებელ სახლებს კი სახურავები გადახადა.
მოგლეჯილმა ხეებმა დაბა ლაითურში საავტომობილო გზა ჩახერგა. როგორც „კვირას“ ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუკვაძემ განუცხადა, საავტომობილო გზა სპეციალური ტექნიკით გუშინვე გაიწმინდა და ამ ხმრივ პრობლემა აღარ არის. მისივე თქმით, სახლებს, რომელებსაც ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას უკვე შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები