რევაზ არველაძე: რაც მე ვერ მოვახერხე ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს
რევაზ არველაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, კომენტარი გააკეთა: “რაც მე ვერ მოვახერხე ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს”, – აღნიშნა მან.
არველაძეს მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. ამასთან, შენობიდან გასვლის შემდეგ მან იხუმრა და მცირე რეპლიკა გააკეთა – “ტირის ბუნება”, – თქვა არველაძემ და “ჰოლიდეი ინნ”-ი ძმასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა.