გურიაში სტიქიას ებრძვიან

ძლიერმა ქარმა და წვიმამ გურიას პრობლემები შეუქმნა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური დაზარალდა, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ასევე ლაითურის გზაზე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაზიანდა გადამცემი ხაზებიც და ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა სოფელ ლაითურში, მერიასა და სოფელ ასკანაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები