პრემიერი ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ ოფისში ქართული ღვინის ცენტრს გახსნის

ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ღვინის დღესთან” დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ ოფისში ქართული ღვინის ცენტრს გახსნის.
ცენტრის გახსნის შემდეგ, 12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ვარდების მოედანზე ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრება.
14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანს ეწვევა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რთველში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები