სიღნაღში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქალაქ სიღნაღში „შემოდგომის ფესტივალს“ დაესწრო.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. წელს, პირველად შემოდგომის ფესტივალზე, სიღნაღის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. ფესტივალი ქალაქში მერვე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათისაა.
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები, გაიმართა ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია, ქალაქმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიება ერეკლე მეორეს მოედანზე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები