22 სექტემბერი
10:30
NEW
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მებაღეობა, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით თამარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა მდგომარეობაა კახეთში ყურძნის ჩაბარების მხრივ, რა ნაწილია ჩაბარებული და იღებენ თუ არა მევენახეები დანახარჯს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
10:45
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ოქროყანაში (მეფუტკრეობის ყოფილი ინსტიტუტი), მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის (ტექნოლოგიური პარკი) სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებს. საკონტაქტო პირი: თამთა ასლანიშვილი 595 33 96 09
11:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:15
NEW
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროკურატურის რეფორმა – რა ცვლილებები იგეგმება პროკურატურაში და შეიცვლება თუ არა მთავარი პროკურორი; სასამართლო სისტემა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები; სხვა, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ერეკლე მეორის“ საზოგდოების ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 24 სექტემბერს დაგეგმილი აქცია პრეზიდინტის რეზიდენციასთან.
E1
11:30
„პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის აქამდე უცნობ შეფასებით დოკუმენტებს გააცნობს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00
“პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
ბაბუშერას აეროდრომზე, თვითმფრინავის აფეთქებიდან 22-ე წლისთავზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანრი უბირია დაღუპულების საფლავებს გვირგვინით შეამკობს. მისამართი: დიღმის ძმათა სასაფლაო
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული მისიის“ წევრები გია კორკოტაშვილი, არჩილ შველიძე, გიორგი ზარნაძე და ირაკლი ქარჩავა ბრიფინგს გამართავენ. თემა: ვაზიანის დასახლების პრობლემები, მორიგი საქველმოქმედი აქცია.
12:00
NEW
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში “ტობა-ვარჩხილზე“ დაკარგული 33 წლის გიორგი მუჩიაშვილის დედა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმართვა და თხოვნა ხელისუფლებას დაკარგული შვილის ძებნის ოპერაციის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე და პატიმრის მშობლები ბრიფინგს გამართავენ. თემა: მე 15-ე დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ.
13:00
“დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე და პოლიტპატიმრები მთავარ პროკურატურაში 26 მაისს დაკავებული ადამიანების საქმის გამოძიებისა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით განცხადებას შეიტანენ. გაიმართება აქცია-ბრიფინგი.
14:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრები ორგანიზაციის პრეზენტაციას გამართავენ.
15:00
კულტურის სამინისტროში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც 10-18 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ჩატარდება. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე გაუძღვებიან. ღონისძიებას მევიოლინე თამაზ ბათიაშვილიც დაესწრება.