21 სექტემბერი

10:00 “რედისონში” რეგიონული სემინარი – “პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში” – გაიხსნება. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია და სხვა მოწვეული სტუმრები მიმართავენ.

10:00“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

11:00 იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მოქალაქის პასპორტზე აქციის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. აქციის პირობების შესახებ იუსტიციის სახლის აღმსარულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე და სერვისების განვითარების სააგენტოს თვმჯდომარე შიო ხეცურიანი ისაუბრებენ. საკონტაქტო პირი: ანა გიგინეიშვილი მობ: 599 85 07 80

11:00 “ქორთიარდ თბილისის” დარბაზი №2-ში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მედიის საკითხებზე ღია დისკუსიას გამართავს.

11:00 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო წელს იწყებს, სადაც პირველკურსელებთან საზეიმოდ შეხვედრა გაიმართება.

11:00 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30″პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, უგულავას საქმესა და მიმდინარე მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.

12:00 “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, უგულავას საქმეზე სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს, ისაუბრებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00 შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასაწავლო ცენტრი – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი. (კლინიკა ლანცეტის გვერდით)

12:00 საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მალხაზ წერეთელი და მეგობრობის ჯგუფის წევრები, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია – საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავენ. თბილისი, „A“ კორპუსი, მე-3 სართული, ბაგრატოვანთა დარბაზი

12:30 “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:45 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე, კომიტეტის წევრებიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია – საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავენ. თბილისი, „A“ კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 419

13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.

15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

15:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია – საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს.თბილისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

18:00 სახალხო დამცველი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოს სახლში ღონისძიებას გამართავს, სადაც ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნადინე ბანაკის ფილმი “საით მივდივართ ახლა”; მისამართი: თბილისი ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები