ფეხბურთის ფედერაციის იურისტები ჟურნალისტებს ემალებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ და გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ “პირWელის” კითხვებს თავი აარიდეს.
ჩხიკვაძემ ამის მიზეზად ქალაქში არყოფნა დაგვისახელა. მოგვიანებით, მასთან სატელეფონო კომენტარზე მაინც შევთანხმდით, ოღონდ გვთხოვა, რამდენიმე წუთში დაგვერეკა და… მობილური საერთოდ გამორთო. შენგელიამ კი, მას შემდეგ, რაც სასაუბრო თემა გაიგო, გვიპასუხა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და ექიმთან გახლდათ.
რა კითხვები გვქონდა ფედერაციის ამ ორ თანამშრომელთან – ორიოდ დღის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უეფაში გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ უეფას უმთავრესი რეკომენდაციაა, სფფ-მ არ დაარღვიოს თავისივე წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც დელეგატების დანიშვნას ეხება. ასევე, ისიც, რომ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რაც მან გააკეთა, ხოლო აღმასკომს ამის თაობაზე რეაგირება არ ჰქონია… რამდენად კანონიერი იყო ეს გადაწყვეტილება და იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი? არის თუ არა კანონდარღვევა, როდესაც სფფ არ ითვალისწინებს წესდების მე-7 მუხლს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს დროულად უნდა დაეტოვებინა გენერალური მდივნის თანამდებობა, რაც მას არ გაუკეთებია? რატომ არ მიიღო გუნდების წევრობასთან დაკავშირებით აღმასკომმა გადაწყვეტილება და რატომ გადაიტანა რიგგარეშე ყრილობა დეკემბერში, როცა მაქსიმალური ვადა 30 დღე იყო? თუმცა, როგორც ზემოთ უკვე გითხარით, ორივე იურისტი დაიმალა.

წყარო: “პირველი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები