გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის ელჩმა პრესკონფერენცია გამართეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარტინა ქვივმა, მედიის წარმომადგენლებისთვის „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში” – ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო” კამპანია, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ტარდება 18, 19, 20 სექტემბერს და მოიცავს მთელ ქვეყანას.
საქართველო მსოფლიო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო 2010 წლიდან და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე, როგორ წევრი ქვეყანა. 2015 წლის სექტემბრის მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობა.. 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, კი საქართველოში შვედეთის საელჩოს ინიციატივით ტარდება „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, მათ შორის – გამოფენა ”კლიმატის ცვლილების პირისპირ”. ასევე, გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. 3 ოქტომბერს, „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში” ფარგლებში, ჩატარდება მასშტაბური დასუფთავების აქციები.
დაგეგმილ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან დაესწრებიან „დავასუფთაოთ საქართველო” კამპანიის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის წარმომადგენლები. საქართველოში კამპანია `დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო ტარდება პროექტის – ,,დავასუფთაოთ საქართველო -საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი” და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები