შს სამინისტროს საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ივანე პაპიაშვილს და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ამ კუთხით თანანშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე შეხვდნენ საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა შს სამინისტროს კრიმინალისტიკური ლაბორატორია, თბილისის მთავარი სამმართველოს ორი სამმართველო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და შსს-ს მომსახურების სააგენტო მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები