თავდაცვის სამინისტრო “დელტას” მიერ მიყენებულ ზარალს ოჯახს სრულად აუნაზღაურებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებულია გუშინ ღამით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და აუცილებლად დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს სსსტც “დელტას“ მიერ მიყენებულ ზარალს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
16 სექტემბერს „დელტას“ მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და გაბზარულია კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები