ზვიად სიჭინავას სკანდალური სადღეგრძელო, რომლითაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ლიკა გვარამიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ერთ – ერთ ოჯახშია გადაღებული.
ვიდეოში ზვიად სიჭინავა რუსულ ენაზე სადღეგრძელოს ამბობს და  ის აფხაზეთს, როგორც ქვეყანას, ხოლო სოხუმს, აფხაზეთის დედაქალაქად მოიხსენიებს.
“მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და, ამ ქალაქიდან გამომდინარე, მიყვარს ყველაფერი, რაც მასში შედის. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის (без Сухума) გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც მე მიყვარდებოდა, სადაც მე ვცხოვრობდი, სადაც მე „სიფათში“ მომხვედრია, სადაც მე რაღაცის დამტკიცება მიწევდა. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა ამ ქვეყნის სადღეგრძელო შევსვა, ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, ცხოვრობს ისე, რომ აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და აქვს თავისი მიზანი, რომლისკენაც ის მიდის. მე აფხაზი მეგობარი მეტი მყავს, ვიდრე ქართველი და ამას ყოველთვის ვამბობდი. გაუმარჯოს თქვენს ქვეყანას! თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, მაშინ მე ამ ქვეყნის ნაწილი ვარ, იმიტომ, რომ მე ამ ქალაქის ნაწილი ვარ, სურს ეს ვინმეს თუ არა“, – აცხადებს სადღეგრძელოში სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ლეგენდარული „დინამოელის“ ვიტალი დარასელიას საფლავი მოინახულა.
ცნობისთვის: ლიკა გვარამიამ, რომელმაც ზვიად სიჭინავას ვიდეო გაავრცელა, ცოტა ხნის წინ ზვიად სიჭინავასთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოზე განთავსებული წარწერით აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირეშია გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები