ჩინური დელეგაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობით დაინტერესდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ჩინური კომპანია TCC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
როგორც „კვირას“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, უცხოელ სტუმრებს საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი შეხვდა.
შეხვედრას დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძე და მრჩეველი ზურაბ ყურაშვილი ესწრებოდნენ.
ჩინური დელეგაცია კომპანიის საქმიანობითა და მიღწევებით დაინტერესდა. შეხვედრისას, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა განსახორციელებელ პროექტებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის ძირითადი მიზნები მოსახლეობისთვის ხარისხიანი და გაუმჯობესებული წყლის მიწოდება, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება და ამ სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება წარმოადგენს.
კომპანიის დირექტორმა სტუმრებს ის მიმდინარე, მასშტაბური პროექტებიც გააცნო, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თავის მხრივ, კომპანია TCC წარმატებული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კომპანიას გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიები და განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური პროექტი წყალმომარაგების სექტორში.
შეხვედრისას, მხარეებმა სამომავლო თანამშორმლობის კუთხით პოტენციურ შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები