ხელნაწერთა ინსტიტუტი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადაინაცვლებს

ხელნაწერთა ინსტიტუტი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრივატიზებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“პრივატიზების ნაწილში, მინდა მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით, 103 პროცენტით არის უკვე შესრულებული პრივატიზება, რაც გეგმაში ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს.
პრაქტიკულად ყველა დაანონსებული ობიექტი გაიყიდა. ერთადერთ ობიექტზე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გადავა ხელნაწერთა ინსტიტუტი, რაც, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა.
თუ თქვენ გინახავთ ის განძი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელნაწერების სახით, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ცენტრალურ უბანში ჰქონდეს კარგი მუზეუმი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები