ბათუმში, გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

 ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის 20-მდე მონაწილეს ე.წ პლაკატები აქვს გამოტანილი წარწერით: “ზონდერი მოსამართლე” , “პაპუაშვილი – ნაცისტების ადვოკატი”, “პაპუაშვილი – უგულავას და ბოკერიას მონა”.
აქციაზე პაპუაშვილის მისამართით კიდევ ერთი ბრალდება გაისმა, რომლის მიხედვითაც პაპუაშვილი უკანონოდ ცხოვრობს სახლში, რომელიც ასლან აბაშიძის გუნდის წევრს წაართვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები