ეკა ბესელია: საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება

 

დედაქალაქის ყოფილი მერის მხარდამჭერების მოთხოვნას, უგულავას დაუყონებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება. როგორც ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უგულავა პატიმრობიდან დაუყონებლივ ვერ გათავისუფლდება, რადგან ამისთვის საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

“მოკლე იურიდიული განმარტება სიცხადისთვის: იმისთვის, რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება.არასწორი ინტერპრეტაციები ისმის საჯარო კომენტარებში”, – წერს ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები