გია ვოლსკი: საკონსტიტუციო სასამართლომ და თავმჯდომარე პაპუაშვილმა ნაცების მიერ დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა

საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარე პაპუაშვილმა ნაცების მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულება იყო.
„რეალობაში რა მოხდა: დღეს რამოდენიმეჯერ ვთქვი და ვიმეორებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად თავმჯდომარე პაპუაშვილმა ნაცების მიერ კარგად დადგმულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ხვალ უნდა ყოფილიყო სასამართლო, სადაც უგულავას საბოლოოდ მიუსჯიდნენ. სწორედ ამიტომ წელავდნენ პროცესს, არ ცხადდებოდნენ ადვოკატები, რომ სასამრთლომდე საკონსტიტუციოს გამოეგდო ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია ეს ბრიფინგები და განცხადებებიც წინასწარ იყო დაგეგმილი საინფორმაციო ველზე პოზიციამომძლავრებული ერთ-ერთი ტელეარხის მიერ.
“პროფესიონალიზმი” ნახეთ – ტურავას ქმედებების გარჩევაზე გადააქვთ აქცენტი, საერთოდ არ უთხრეს რას და როდის აცხადებდნენ და თურმე მე არ უნდა მცოდნოდა, რომ მოსამართლის ვალდებულებაა წინასწარ გაეცნოს ხელმოსაწერ მასალას….
არ არის ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულება?“ – წერს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები