მერაბ ტურავა ინფორმირებული არ არის, რა გადაწყვეტილების გამოცხადებას აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა, ინფორმირებული არ არის, რა გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლო 21:00 საათზე. ტურავას განცხადებით, გადაწყვეტილებაზე ხელი ცხრავე მოსამართლემ უნდა მოაწეროს, თუმცა, მას ამ დრომდე ხელი არ მოუწერია.
„არ ვიცი რის გამოცხადებას აპირებენ, თქვენგან მესმის, ჩემთვის არავის უცნობებია. გადაწყვეტილება ცხრავე მოსამართლემ უნდა მიიღოს და ისინი თუ ისე კერავენ საქმეს როგორც აწყობს, ვნახოთ რას იტყვიან.  მე მესმის მათიც, ეჩქარებათ…“, – განაცხადა მერაბ ტურავამ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე “გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21:00 საათზე გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები