დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურორი გახდა

ოდესის პროკურორის თანამდებობაზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ოფიციალურად დაინიშნა.
„უნიანის“ ინფორმაციით, ოდესის ოლქის პროკურატურის წარმომადგენლებს საყვარელიძე გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა წარუდგინა. მანამდე სააგენტოს ოდესის ოლქის პროკურატურაში წყარომ შეატყობინა, რომ საყვარელიძის დანიშვნას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ლობირებდა.
საყვარელიძე გენერალური პროკურორის მოადგილის და ოდესის ოლქის პროკურორის თანამდებობებს შეითავსებს. საყვარელიძის ძირითადი ფუნქცია უკრაინის რეგიონული პოროკურატურების რეფორმირება იქნება. მეორე მიზანია ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურება, ვინაიდან ამ მხრივ სერიოზული პროგრესი არ შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები