ეკა ბესელია სოსო ჯაჭვლიანს პასუხობს: მიღებული კანონით მამათმავლობა არ დაგვიკანონებია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თანაპარტიელ დეპუტატს სოსო ჯაჭვლიანს პასუხობს და აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით მამათმავლობა არ დაკანონებულა.
გარდა ამისა, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივას, რომელიც ოჯახთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას ეხება.
სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციური კანონის მიღებით “პარლამენტმა კენჭი მამათმავლობას უყარა”. ჯაჭვლიანი პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინები – “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები