ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შემოქმედის რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა

გურიის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შემოქმედის რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ შემოქმედის ცენტრში მიმდინარეობს პარკის კეთილმოწყობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 82 000 ლარს შეადგენს.
პარკის მშენებლობა 2015 წლის ივნისში სამშენებლო კომპანია “პლაზმამ” დაიწყო.
ამ ეტაპზე, სოფელ შემოქმედში აღდგენილია 2014 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა, აგებულია 600-მეტრიანი ნაპირსამაგრი.
შემოქმედის ცენტრში, სტიქიით დაზიანებულ ტერიტორიაზე მოწყობილია სკვერი განათებით, ფერადი და მუსიკალური შადრევნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები