15 სექტემბერი

10:30

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ახალი სახეები კოალიციაში; იქნებიან თუ არა კონსერვატორები კოალიციის შემადგენლობაში; რა ხდება რეგიონალურ წარმომადგენლობებში და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565. ——————

11:00

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა; ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები; მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

10:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრი თამაზ შოშიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: დედაქალაქში არსებული საცობები.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართება.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სქემა, რომელიც აკოტრებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. როგორ გაკოტრდა სააქციო საზოგადოება „გზის მშენებელი 11“ და სად გადის ფული საქართველოდან? – ბანკ რესპუბლიკის სპეციალური სქემა გაშიფრულია.
12:00
“პირველ პრესკლუბში” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, 24 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლესთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. #7 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 010344

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები