14 სექტემბერი

08:30 – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე წინუბანში მდებარე #218 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს დაესწრება.

09:00 – მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ახალ  საჯარო  სკოლას გახსნიან და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ.
ადგილი: მცხეთა, სოფელი წილკანი

11:00 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებას სტუდენტებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორი, თბილისის მერი დავით ნარმანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიულოცავენ.

11:00 – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს.
მისამართი: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. #7
საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი  ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: შუალედური არჩევნები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა

11:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა სიახლეებია კოალიციაში; ვინ იქნებიან ახალი სახეები; რა შემადგენლობას შეიარჩუნებს კოალიცია; რა ხდებს რეგიონალურ წარმომადგენლობებში და სხვა მიმადინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

11:30 – “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” მთავარი კომიტეტის წევრი არჩილ ბენიძე სპეციალურ განცხდებას გააკეთებს. თემა: ბაზალეთზე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სახლის დარბევა, სადაც ერთ-ერთი ვერსიით შალვა ნათელაშვილის ჩართულობას განიხილავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00-ზე ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პატიმრობაში მყოფი, ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას საქმე, რომელიც კიბოს მძიმე სენითაა დაავადებული. რას ითხოვს დაცვის მხარე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

12:00 – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის მიწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ცერემონიალს დაესწრება. მის: ქალაქი ყვარელი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

12:00 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი, ტარიფების ზრდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: შუალედური არჩევნები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, რთველი კახეთში

12:30 -ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა კახელი მეღვინეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

12:30 – “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე, რთველთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებზე, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები