გორის მაგისტრალზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

გორის მაგისტრალზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. “კვირას“ ინფორმაციით, დაზარალებული სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. (276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები