11 სექტემბერი

10:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მეწყრის სათავისა და დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლის შედეგად არსებული დასკვნის პრეზენტაცია; ახალი გზის აღდგენასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
სასტუმრო “რედისონის” ბალრუმ #2-ში, ააიპ “გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია” “არემჯი გოლდისა” და “არემჯი კოპერის” საწარმოებში მიმდინარე გარემოსდაცვითი აუდიტის პრეზენტაციას გამართავს.
11:00
თბილისის მერიაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე ბრიფინგს გამართავს.
11:00
ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში, “სერ-სამართლიანი რეფორმები”, განათლების საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ჭავჭავაძის 17ა, მესამე სართული, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზი. საკონტაქტო პირი: ნუგზარ კერესელიძე 5 77 40 55 63
11:30
„პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი სალომე გოგლიძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: რა ცვლილებები იგეგმება კანონში ე.წ. გამოსახლებების საპოლიციო წესის შეცვლისთვის, რატომ არ არის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები დასაბუთებული და რას შეცვლის ახალი რეგულაციები საზოგადოებისთვის? მისამართი: წერეთლის #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
E1
11:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრემიერის ანგარიში პარლამენტში; მედიის თავისუფლება და საჭიროა თუ არა გარკვეული შეზღუდვები; „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციების გადახალისება და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გოკა გაბაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მოწვეულ სტუმრებთან ერთად სასკოლო მზაობის პროგრამის მასწავლებელთა ტრენინგებს გახსნიან.
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა სტურუას ბრიფინგი გაიმართება. თემა: ვაკანსიების კვირეული დასაქმების მსურველთათვის. მისამართი; აკ.წერეთლის 144, შეხვედრების დარბაზი
12:00
აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:00
პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის” ოფისში, პარტიის ლიდერი იოსებ შატბერაშვილი და ენერგოომბუცმენი ჩაატარებენ ერთობლივ პრესკონფერენციას, რომელიც შეეხება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერას. მისამართი: ხვიჩიას 17 (ყოფილი პარტიზანების ქუჩა) საკონტაქტო ნომერი: 598 700 642
15:00
ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და საქართველოს შსს აკადემიის თანადგომით, თბილისის საკრებულოში გამოფენა მოეწყობა და ახალი დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება გაიმართება.
15:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
15:30
სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi – ში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, 13 სექტემბერს დაგეგმილ მარათონთან დაკავშირებით, ნინო სურგულაძე და მსოფლიო ვარსკვლავები პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა #14 საკონტაქტო ნომერი: 577222280

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები