თინათინ ხიდაშელი შატილობას დაესწრო (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხევსურეთში სახალხო დღესასწაულს, შატილობას დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტული და კულტურულ ღონისძიებების შემდეგ მუცოს კომპლექსი დაათვალიერეს, სადაც აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და საკუთარ გამოსვლაში მთის ტრადიცებზე გაამახვილა ყურადღება.
„სახალხო დღესასწაულები განსაკუთრებით სასიამოვნოა. ხალხი ყოველ წელს ტრადიციულად იკრიბება აქ, უხარიათ, უნდათ, რომ ერთად იყვნენ. მთაში ამგვარი ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული კიდევ უფრო მეტად იგრძნობა. ვისურვებდი, ყველა მომავალი დღესასწაული უფრო ხალხმრავალი იყოს და ყველას, ვისაც დრო აქვს, ჰქონდეს შესაძლებლობა, ადგილობრივებთან ერთად შეუერთდეს სახალხო ზეიმს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები