ნოდარ ხადურმა პრემიერს ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა – ვიდეო

საქართველოს პრემირ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან, ნოდარ ხადურისგან ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ნოდარ ხადურის განმარტებით, 2015 წლის იანვარ–აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66 პროცენტი და 9 თვის გეგმის 89 პროცენტია. მინისტრის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11%–ით აღემატება.
„2015 წლის იანვარ–აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 823 მილიონი ლარით აღემატება, 9 თვის გეგმის 87 პროცენტია. თანაბრობით აღინიშნება მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა, რასაც ადასტურებს, რომ არითმეტიკულადაც კი დაახლოებით 66–67 პროცენტია წლიური მაჩვენებლების, 8 თვის გეგმა უნდა იყოს და პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით შემოსავლებში და ხარჯებში ჩვენ ამ მაჩვენებელზე გავდივართ. გადასახადებზე გითხარით, რომ ეს არის 66 პროცენტი, სხვა შემოსავლებზე არის 65 პროცენტი. არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაცია 71 პროცენტი. გადასახდელებს რაც შეეხება, იანვარ–აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83 პროცენტია.
იანვარ–აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების იანვარ–აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე, გაწეულია უკვე 900 მილიონი ლარი, რაც 32 პროცენტით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს, ფონდიდან უკვე დღეის მდგომარეობით 390 მილიონი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ–აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს,“– განაცხადა მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრის განმარტებით, დაზუსტებული ინფორმაცია კვარტლების გეგმის მიხედვით, 1 ოქტომბრისთვის იქნება ცნობილი, თუმცა შემოსავლების მიმდინარეობა, მათ შორის სექტემბერში, ხადურის თქმით, საკმაოდ დამაიმედებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები