3 სექტემბერი

10:30
თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ზოოპარკის გახსნა; ახალი ზოოპარკის მშენებლობა; თანხების მოძიება და როგორ შეივსება ცხოველები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565 ________

11:00
 ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე მერაბ ალავერდაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტიქიის შედეგად განადგურებული ლაბორატორია; რა ეტაპზეა მისი აღდგენა და დაიძრა თუ არა საკითხი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00

“რედისონში” ევროპის სოციალური კომიტეტი, საქართველოს მთავრობის წარმოამდგენლებთან ერთად სოციალური ქარტიის არა რატიფიცირებული მუხლების რატიფიცირების საკითხის განიხილავენ. შეხვედრას მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კავარცხელია დაესწრება.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:00
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე და დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, პრემიერ მინისტრის სახელზე გაგზავნილ ღია წერილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია გაიმართება, სადაც ქართული აკადემიური საზოგადოება უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ახალ პრინციპებს გაეცნობა. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრება. მისამართი: გ.წერეთლის ქ. 2, G კორპუსი, აუდიტორია #106;
20:00
ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, რიგით მეექვსე კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ – სოლისტი: ლიანა ისაკაძე – ვიოლინო; დირიჟორი იან-პასკალ ტორტელიე (საფრანგეთი/ინგლისი) მიიღებს. კონცერტზე მოცარტის, ელგარისა და პროკოფიევის ნაწარმოებები შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები