ინგა გრიგოლია: „გამპრავებელი“ ყოველთვის ჰყავს ყველა სულელურ გადაწყვეტილებას

„იმედის“ ყოფილ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ინგა გრიგოლიას გოგა ხაინდრავას ან გოგი თოფაძის მიერ მის მიმართ გამოთქმული განცხადებები არ აინტერსებს. გრიგოლია ჟურნალისტებს მიმართავს, რომ ზემოთ აღნიშნული პირების მიერ გამოთქმულ განცხადებებზე ტელეწამყვანს ნუ აწუხებენ.
„ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, ნუ მირეკავთ მსგავს კომენტარებზე – რა თქვა ხაინდრავამ ან თოფაძემ ან რამიშვილმა ან ვინმემ კიდევ…. ვინ რა თქვა, არ მაინტერესებს და მართლა ნაკლებად მაინტერესებს…… მე მაინტერესებს მხოლოდ ფაქტი… და კომენტარებსაც მხოლოდ ფაქტზე ვაკეთებ, რომ გადაცემები დაიხურა და მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა…. „გამპრავებელი“ ყოველთვის ჰყავს ყველა სულელურ გადაწყვეტილებას, ამიტომ გამპრავებელთათვის პასუხები არაა ჩემი სტილი,თან მეზარება ჩემი ენერგიის მათზე ხარჯვა. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, მათ „აპრავონ“ – ასე სჯობს“, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები