“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს
“რუსთავი 2“-ის“ საინფორმაციო სამსახური “კურიერის” ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“კურიერის” ერთ-ერთ გამოშვებაში ეთერში გავიდა მასალა, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწოლოვანია. მასალაში იდენტიფიცირებული იყო მსხვერპლის ვინაობა, ხოლო ინტერვიუს ფრაგმენტი უხეშად არღვევდა მის პირად ცხოვრებას. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, რამდენადაც მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვკიდებოდით მსგავსი თემის გაშუქებას და ვაცნობიერებთ, რომ ამ ფაქტის ტირაჟირებამ შესაძლოა არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს. აღნიშნული მასალა უკვე ამოღებულია ჩვენი ვებ-გვერდიდან,” – აღნიშნულია განცხადებაში.