ნოდარ ჯავახიშვილი: ვფიქრობ, რომ პრემიერი აბსოლუტურად მართალია
ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ლარის კურსზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ “პრემიერი აბსოლუტურად მართალი იყო”.
“როდესაც ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე ლაპარაკობს ადამიანი, ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს იმიტომ, რომ ამაზე ადამიანის ამწუთიერი იმედებია დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ პრემიერი აბსოლუტურად მართალი იყო და ეს შეურაცხმყოფელი არავისთვის იყო. უფრო მოწოდება იყო, რომ ფრთხილად მოიქეცით, როდესაც ლარზე ლაპარაკობთ,” – განაცხადა ჯავახიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ლართან დაკავშირებული აჟიოტაჟი “ფსიქოლოგიურ-ემოციური აჟიოტაჟია”.