“საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებულია”
საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სიკვდილიანობა შემცირებულია, თუმცა ჯერ ევროპული დონე არ არის.
„ბავშვთა სიკვდილიანობაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებულია ტენდენციაა. მათ შორის წელსაც უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შარშან. შარშანწინ ჩვენ შევცვალეთ სტატისტიკური სისტემა და აღმოვაჩინეთ, რომ მას ბევრი ხარვეზი ჰქონდა. გამომჟღავნდა შემთხვევები, რომელიც ადრე არ მჟღავნდებოდა. ტენდენცია შემცირებისკენაა, თუმცა არ არის ჯერ ის ევროპული დონე და ამაზე ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა.