საქართველოდან გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ოჯახი ცხედარს ვერ პოულობს

გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი ბავშვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კი, გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ.

4 წლის ანდრია დვალიშვილი 19 აგვისტოს ორგანიზაციამ “ჯანმრთელი ბავშვები“ სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანა.

ინფორმაციას გარდაცვლილის მშობლები ვერც ორგანიზაციისგან და ვერც საკონსულოსგან ვერ იღებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ორანიზაცია“ ჯანმრთელი ბავშვებისგან “ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ.

ანდრია დვალიშვილების გარდაცვალების საქმეს სწავლობს გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც, მათი ინფორმაციით გარდაცვლილი დიუბსბორგის ექსპერტიზის კლინიკაშია გადასვენებული. მათი ცნობით, ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა, საქართველოს გენერალური კონსული ფრანკფურტში იოსებ ჩხიკვიშვილი ამ დრომდე გერმანული პოლიციისგან ელოდება ინფორმაციის მიღებას. კონსული მედიასთან განმარტებას ამის შემდეგ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები