ქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. როგორც “კვირას“ შს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მისივე თქმით, სანაპიროზე წითელი ალმები იყო აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ღელვის გამო ბანაობა აკრძალულია.
მაშველებმა მოახერხეს მამაკაცის ზღვიდან გამოყვანა, თუმცა ის გარდაცვლილი იყო.
„კვირას“ ინფორმაციით,  მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე, 112-ში გარდაცვლილის მეუღლემ დარეკა, რომელიც ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები