გიორგი დანელიას იუბილე პუტინმა და მედვედევმა მიულოცეს
ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია დღეს 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისი თქმით, ოფიციალური საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება არ იგეგემება, ის დაბადების დღეს სახლში, ნათესავების გარემოცვაში გადაიხდის. რაც შეეხება დანელიას იუბილესადმი დაკავშირებული ფილმების რეტროსპექტივას, რეჟისორის თქმით, ეს აუცილებელი არ არის, რადგანაც „ამ ფილმებს ისედაც სულ ატრიელებენ ტელევიზორში“.
„საიუბილეო საღამო არ იქნება, მე ამ დღეს სახლიდან არ გავდივარ“, – განუცხადა დანელიამ სააგენტო „ტასს“.
გიორგი დანელია ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. იუბილე ცნობილ რეჟისორს რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. დანელია საბჭოთა კინოს კლასიკოსად ითვლება. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „მე დავაბიჯებ მოსკოვში“, „არ დაიდარდო!“ „აფონია“, „მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „ქინ-ძა-ძა“.