1164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ერთ ლარად გადაეცემა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1164 დევნილ ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.
აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარსა და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აქვთ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მათ ერთობლივად იმუშავეს ამ საკითხზე.
ღარიბაშვილის თქმით, 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი და იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
სულ 2012 წლიდან კი, პრემიერის ინფორმაციით, საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 5 120 დევნილ ოჯახს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.