თინა ხიდაშელი: გაეროში დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა გაემგზავროს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებაზე თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა. თინა ხიდაშელის თქმით, გაეროში დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა გაემგზავროს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური სწორედ პრემიერია.

“ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს, რაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ნიუ-იორკში ტარდება ისეთი ტიპის ღონისძიება, სადაც მოლაპარაკებები იმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები